ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
როლის მიზანი:
პერსონალური საბანკო მომსახურების და ქსელის რეგიონალური დირექტორი პასუხისმგებელია რეგიონში ბანკის სტრატეგიული მიზნების განხორციელებასა და პერსონალური საბანკო მომსახურების ეფექტურ მართვაზე. იგი ხელმძღვანელობს რეგიონულ გუნდს, ორიენტირებულია ბაზრის წილის ზრდასა და ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე. ის კოორდინირებას უწევს რესურსებს, ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე და მათი მოტივაციის შენარჩუნებაზე. დირექტორი აკონტროლებს მომსახურების სტანდარტების შესრულებას, აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას და უზრუნველყოფს ფილიალების ოპერაციულ ეფექტურობას. იგი მონტიტორინგს უწევს რისკებს და უზრუნველყოფს პრობლემური საკითხების დროულ გადაჭრას
პერსონალური საბანკო მომსახურების და ქსელის მართვის რეგიონალური დირექტორის ძირითადი პასუხისმგებლობები
მომსახურების ხარისხის მართვა/მომხმარებლის გამოცდილებაზე ზრუნვა
გუნდის მართვა და განვითარება
რისკის და კონტროლის მართვა
ფილიალების ქსელის მართვა
კვალიფიკაცია და გამოცდილება:
პირადი უნარები:
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.