Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

მონაცემთა ბაზის დეველოპერი

Job Description - მონაცემთა ბაზის დეველოპერი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში და გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა The Banker-ის Technology Awards 2026-ის გამარჯვებული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა

ფინანსებში, მონაცემთა ბაზების მართვისა და განვითარების ქვეგანყოფილებაში ვეძებთ მონაცემთა ბაზის დეველოპერს.



ჩვენი გუნდი მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე, ხოლო შენ გექნება შესაძლებლობა რომ გადაჭრა რთული და გამოწვევების მქონე მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებული ტექნოლოგიური ამოცანები მრავალმხრივი კომპეტენციით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად; 

ვისვეძებთ: 

  • ხარ ენერგიული, მოტივირებული, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული; 
  • გაქვს MS SQL -ში და SSIS -ში მუშაობის გამოცდილება; 
  • გხიბლავს მონაცემთა ბაზების დამუშავების პროცესის ოპტიმიზაცია; 
  • გაქვს ძლიერი ტექნიკური უნარები; 
  • შეგიძლია სხვადასხვა როლებისგან შემდგარი გუნდში მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტა; 
  • გხიბლავს მსხვილმასშტაბიანი პროექტებში მონაწილეობის მიღება; 
  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების; 
  • ფიქრობ ჩარჩოებს მიღმა; 
  • ხარ შედეგზე ორიენტირებული; 

კვალიფიკაცია

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა (SQL-ში და Lakehouse-ში)
  • მონაცემთა ბაზის შევსების აწყობა SSIS-ისა და Stored Procedure-ების საშუალებით
  • შევსების პროცესის მონიტორინგი, პროცესის ოპტიმიზაცია, ინციდენტების გამოკვლევა და მოგვარება.
  • DWH - დან და Lake House-დან მონაცემების გადმოტანა Data Mart-ში
  • GIT Source Control - ის გამოყენება და CI/CD პაიპლაინების მართვა

კვალიფიკაცია 

  • MS SQL-ისა და Visual studio SSIS მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • GIT Source Control კარგი ცოდნა
  • სასურველია დეველოპმენტში Github copilot-ის გამოყენების გამოცდილება
  • უპირატესობა მიენიჭება საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილების მქონე კანდიდატებს; 
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა;

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job მონაცემთა ბაზის დეველოპერი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar Database Developer Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.