Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

ფილიალის დირექტორი - მარნეულის ს/ც #2

Job Description - ფილიალის დირექტორი - მარნეულის ს/ც #2

კომპანიის აღწერა

შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად

თიბისის ბიზნესების მხარდაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.

ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს.

ფილიალის დირექტორის პოზიციაზე შენ გადამწყვეტი როლი გექნება მომხმარებლებთან თანამშრომლობის პროცესში. ეს არის კარგი შესაძლებლობა საფინანსო სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, მართონ პროცესი და განსაზღვრონ სამომავლო თანამშრომლობა კომპანიებთან. 

სამუშაოს აღწერა

შენ, როგორც ფილიალის დირექტორი : 

  • უზრუნველყოფ ფილიალის თანამშრომლების კოორდინირებულ და მოტივირებულ მუშაობას
  • უზრუნველყოფ ფილიალის გამართულ ფუნქციონირებას
  • მონაწილეობას მიიღებ ფილიალის გეგმის შემუშავებაში
  • აქტიურად ჩაერთვები დადგენილი ფინანსური პარამეტრებისა და გაყიდვების გეგმების შესრულებაში
  • იზრუნებ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე
  • დააორგანიზებ ფილიალის საქმიანობის შესახებ ყველა სახის ანგარიშგების მომზადება/წარდგენას
  • უზრუნველყოფ ფილიალის მომსახურების მაღალ ხარისხს
  • მუდმივად იზრუნებ თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებაზე
  • დროულად და ადეკვატურად შეასრულებ უფლებამოსილი პირებისგან მიღებულ ბრძანებებს, განკარგულებებს და დავალებებს
  • გააკონტროლებ სადაზღვეო პროდუქტების გაყიდვებს და გაყიდვების გაზრდის მიზნით ჩასატარებელ ღონისძიებებს
  • უზრუნველყოფ სადაზღვეო პროდუქტებთან  დაკავშირებულ მონიტორინგს

ველოდებით გამოხმაურებას თუ:

  • გაქვს გუნდის მართვის/შეკვრის უნარი
  • ხარ გაყიდვებზე ორიენტირებული
  • მუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებს
  • ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი 
  • გაქვს საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
  • გაქვს ლიდერობის უნარი

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების , ფინანსების  ან ეკონომიკის მიმართულებით)
  • საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საკრედიტო პროდუქტების მიმართულებით,
  • სასურველია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job ფილიალის დირექტორი - მარნეულის ს/ც #2 posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar ფილიალის დირექტორი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.