Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

კრიპტო AML ანალიტიკოსი

Job Description - კრიპტო AML ანალიტიკოსი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

სამუშაოს აღწერა

          ძირითადი ფუნქციები:

  • ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) ონბორდინგის და მონიტორინგის პროცესის დაგეგმვა/მართვა
  • საგადახდო მომსახურების პროვაიდერების (PSP) ონბორდინგის და მონიტორინგის პროცესის დაგეგმვა/მართვა.
  • ვირტუალურ აქტივებთან და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან დაკავშირებული რისკების მართვა, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება, ოპერაციების მონიტორინგი და ანალიზი
  • ანალიტიკური პროგრამაში (Elliptic) მუშაობა
  • საეჭვო კლიენტების/ოპერაციების და აქტივობის გამოვლენა
  • დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და ანალიზი
  • შესაბამისი ოპერაციების შესრულებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება
  • ანალიტიკური ანგარიშის მომზადება და წარდგენა
  • ანალიზის შედეგების დადოკუმენტირება
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდენციების ანალიზი, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ორგანიზაციაზე, ასევე კრიპტო მიმართულებაზე
  • უცხოელ/ადგილობრივ ვენდორებთან ურთიერთობა
  • სხვა განყოფილებებთან თანამშრომლობა
  • რეკომენდაციების მომზადება კონტროლის მექანიზმების ხარისხის გაუმჯობესების თაობაზე
  • პოლიტიკა/პროცედურების შექმნა/განახლება
  • ტრენინგ მასალების მომზადება/განახლება
  • ტრენინგების ჩატარება სამიზნე ჯგუფებისთვის

 

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი (სასურველია ტექნიკური) განათლება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა  (კითხვა, წერა, წაკითხულის გააზრება);
  • Block Chain ტექნოლოგიის ცოდნა;
  • კრიპტო ვალუტების მიმოქცევის საკითხებში ცოდნა;
  • სწრაფად ათვისების უნარი;
  • სწავლაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სწავლების, ორგანიზების და მართვის უნარი. 

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job კრიპტო AML ანალიტიკოსი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar AML ანალიტიკოსი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.