Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

უმცროსი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) სპეციალისტი

Job Description - უმცროსი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) სპეციალისტი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

სამუშაოს აღწერა

თიბისის შვილობილ კომპანიებში ESG სტრატეგიის განხორციელების მხარდაჭერა, ტრენინგებისა და ვორქშოპების ორგანიზება, ESG მონაცემების შეგროვება და ანალიზი, ანგარიშგების პროცესში მონაწილეობა და ESG ინიციატივების განვითარება და განხორციელება.

შენ შეუერთდები გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების მართვის განყოფილებას, რომელიც შეიქმნა თიბისი ჯგუფის მასშტაბით მოცემული მიმართულებების გასაძლიერებლად და ჯგუფის საქმიანობის შედეგად საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენის გასაზრდელად. შენ გაეცნობი საერთაშორისო და ადგილობრივ გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის სტანდარტებსა და შეფასების ინსტრუმენტებს, მონაწილეობას მიიღებ სხვადასხვა მეთოდოლოგიის შესწავლასა და დანერგვაში, რომლებიც გამოიყენება ჯგუფის გავლენის შესაფასებლად, განახორციელებ მონაცემთა მართვასა და ვიზუალიზაციას, მხარს დაუჭერ განყოფილების ყოველდღიური ფუნქციების შესრულებას.

     სამუშაოს აღწერილობა

  • მჭიდროდ ითანამშრომლებ ჯგუფის შვილობილი კომპანიების ESG-ზე პასუხისმგებელ განყოფილებებთან
  • მხარს დაუჭერ შვილობილ კომპანიებში ESG სტრატეგიების/პროგრამების განხორციელებას
  • გააანალიზებ თანამშრომლების, მომხმარებლების, ინვესტორების, თემების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სარეიტინგო სააგენტოების და სხვა დაინტერესებული მხარეების ESG მოლოდინებს;
  • ჩართული იქნები შვილობილი კომპანიების ESG ანგარიშგების კოორდინირებაში
  • მხარს დაუჭერ შვილობილი კომპანიების ორგანიზაციულ ერთეულებს სხვადასხვა ESG პროდუქტების, მომსახურებისა და ინსტრუმენტების შემუშავებაში
  • უზრუნველყოფ ცოდნის უწყვეტ დაგროვებას/შეძენას ახალი ESG მექანიზმების, ინსტრუმენტების, ინიციატივების, პროდუქტების, მომსახურების და ა.შ. შესახებ
  • კოორდინირებას გაუწევ ESG-სთან დაკავშირებულ ტრენინგებს, სემინარებს, ცოდნის გაზიარების სესიებს შვილობილი კომპანიების ESG-სთან დაკავშირებული ფუნქციებისთვის
  • შეაგროვებ და გაანალიზებ ESG მონაცემებს
  • მონაწილეობას მიიღებ ESG ინიციატივების მხარდაჭერასა და მონიტორინგში
  • ჩართული იქნები ESG საკითხებზე შიდა და გარე კომუნიკაციის მხარდაჭერაში

კვალიფიკაცია

ვის ვეძებთ:

  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და კომუნიკაბელური;
  • დაინტერესებული ხარ გარემოს დაცვის საკითხებითა და სოციალური ინიციატივებით
  • შეგიძლია შეაფასო სხვადასხვა პროდუქტები, სერვისები და პროექტები მდგრადი  განვითარების ჭრილში
  • გაქვს მონაცემთა ანალიზის პროგრამების გამოყენების გამოცდილება, მათ შორის, Excel, PowerBI
  • გაინტერესებს სიახლეები და არ გეშინია გამოწვევების;
  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულად
  • და გჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება და შევქმნათ მდგრადი განვითარების საუკეთესო მაგალითი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

 

კვალიფიკაცია:

  •  განათლება გარემოს დაცვაში, სოციალურ მეცნიერებებში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან მსგავს სფეროში.
  • ESG საკითხებში ინტერესი და საბაზისო ცოდნა.
  • სასურველია ESG სტანდარტების (GRI, SASB, TCFD) საბაზისო ცოდნა.
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე და ზემოთ).
  • MS Excel-ის, PowerPoint-ის და ESG პლატფორმების ცოდნა (სასურველია).

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Share Job
Share Job

Similar უმცროსი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) სპეციალისტი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.