Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

IT ბიზნეს ანალიტიკოსი / სერვისექსპერტი

Job Description - IT ბიზნეს ანალიტიკოსი / სერვისექსპერტი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

სამუშაოს აღწერა

ჩვენი გუნდი ეძებს IT ბიზნეს ანალიტიკოსს / სერვისექსპერტს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ვადაგადაცილებული სესხების მართვის სისტემის განვითარებაში, პროცესების ანალიზიდან ტექნიკური ამოცანების ფორმულირებამდე და რეალიზებამდე.

შენი ძირითადი პასუხისმგებლობები იქნება:

  • ბიზნეს ამოცანების ანალიზი და ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება
  • მონაცემთა ანალიზი და პროცესების გაუმჯობესების რეკომენდაციებიSQL-ისგამოყენებით
  • აქტიური მონაწილეობა დეველოპმენტის ყველა ეტაპზე — ანალიზი, განვითარების დაგეგმვა, ტესტირება და დანერგვა
  • სისტემის უწყვეტი მუშაობისა და ხარისხის უზრუნველყოფა
  • თანამშრომლობა ბიზნეს მომხმარებლებთან, დეველოპმენტთან და სხვა ჩართულ გუნდებთან.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ :

  • ხარ მოტივირებული, დეტალებზე ორიენტირებული და ხედავ ფართო სურათს
  • არ გაშინებს კომპლექსური სისტემები პირიქით,გიყვარს მათში წესრიგის შემოტანა
  • მზად ხარ ოველდღიურად ისწავლო და განვითარდე •შეგიძლია შეცდომების აღქმა როგორც ზრდის შესაძლებლობა
  • ხარ გუნდის მოთამაშე და შეგიძლია დამოუკიდებლადაც იმოქმედო
  • გაქვს ანალიტიკური აზროვნება და პრაქტიკული ხედვა ბიზნეს პრობლემების მიმართ
  • ფლობ მინიმალურ ან საწყის გამოცდილებას ციფრული პროდუქტის შექმნაში ან გაქვს დიდი მოტივაცია ამ მიმართულებით განვითარებისთვის

კვალიფიკაცია

 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა – იცი, როგორ იმოქმედო დამოუკიდებლად და მიიღო გადაწყვეტილებები, როცა საჭირ
  • ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკება – შეგიძლია ტექნიკური და არა ტექნიკური გუნდების გაერთიანება საერთო მიზნის ირგვლივ
  • გუნდური მუშაობა – გესმის თანამშრომლობის ღირებულება და გიყვარს საერთო მიზნის მიღწევა
  • ბიზნეს მოთხოვნების ტექნიკურ ენაზე ჩამოყალიბების უნარი – იცი როგორ იქცეს ბიზნეს მოთხოვნა ტექნიკურ დავალებად
  • SQL-ის გამოყენების გამოცდილება – შეგიძლია მონაცემების ამოღება, ანალიზი და გამოყენება გადაწყვეტილებების მისაღებად.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • Agile (Scrum/Kanban) გუნდში მუშაობის გამოცდილება
  • ციფრულ პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება.

რას გთავაზობთ:

  • შესაძლებლობა განვითარდე კომპლექსურ და რეალურ პროექტებში
  • მხარდაჭერა და ცოდნის გაზიარება გამოცდილ გუნდთან ერთად
  • პროფესიული და ტექნიკური ზრდის რეალური შანსი
  • მეგობრული სამუშაო გარემო, სადაც შეცდომა განვითარების გზაა და არა დაბრკოლება.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job IT ბიზნეს ანალიტიკოსი / სერვისექსპერტი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar IT ბიზნეს ანალიტიკოსი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.