Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

IT ბიზნეს ანალიტიკოსი / სერვის ექსპერტი - პირდაპირი კომუნიკაციების ცოდნის ცენტრი

Job Description - IT ბიზნეს ანალიტიკოსი / სერვის ექსპერტი - პირდაპირი კომუნიკაციების ცოდნის ცენტრი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

თიბისის , პირდაპირი კომუნიკაციების ცოდნის ცენტრში, ვეძებთ -  IT ბიზნეს ანალიტიკოს / სერვის ექსპერტს. შენ იქნები Synerise ის გუნდის წევრი, შეისწავლი პროდუქტული გუნდების საჭიროებებს, იზრუნებ სისტემის ახალ მონაცემთა წყაროებთან დაერთებაზე,  კომუნიკაციების არხებთან ინტეგრაციაზე და სხვა ახალი საინტერესო ფუნქციონალების განვითარებაზე.  

 მოკლედ გუნდის შესახებ

Synerise პალტფორმა ბანკში ინოვაციური ფუნქციონალია, რომლის გამოყენებაც კამპანიების მენეჯმენტში ახალ და განსხვავებულ შესაძლებლობებს ქმნის.

ეს არის სისტემა, რომელიც ერთ გარემოში აქცევს მონაცემთა სეგმენტაციის/ფილტრაციის ე.წ. ლიდების შეგროვების, ფუნქციებს, მათი კომუნიკაციებად გარდაქმნის და სხვადასხვა არხებში კამპანიების დაგეგმვის პროცესებს.

ჩვენი გუნდის მიზანია მაქსიმალურად განავითაროს Synerise-ის პლატფორმა როგორც ტექნიკურად, ასევე გაშალოს ბიზნეს ფუნქციონალები და მისაწდომი გახადოს პროდუქტული გუნდებისთვის რათა მისი პოტენციალის ათვისება ადვილად მოხდეს.

ვის ვეძებთ:

  • ვეძებთ მოტივირებულ, დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ფართო სურათის ხედვა და არ აშინებს კომპლექსური სისტემები
  • ანალიტიკური აზროვნება და პრაქტიკული ხედვა ბიზნეს პრობლემების მიმართ
  • ფლობ მინიმალურ ან საწყის გამოცდილებას ციფრული პროდუქტის შექმნაში ან გაქვს დიდი მოტივაცია ამ მიმართულებით განვითარებისთვის

რას გააკეთებ:

  • ბიზნეს ამოცანების ანალიზი და ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება
  • მონაცემთა ანალიზი და პროცესების გაუმჯობესების რეკომენდაციები
  • აქტიური მონაწილეობა დეველოპმენტის ყველა ეტაპზე — ანალიზი, განვითარების დაგეგმვა, ტესტირება და დანერგვა
  • სისტემის უწყვეტი მუშაობისა და ხარისხის უზრუნველყოფა
  • თანამშრომლობა ბიზნეს მომხმარებლებთან, დეველოპმენტთან და სხვა ჩართულ გუნდებთან.

კვალიფიკაცია

 

  • ბიზნეს მოთხოვნების ტექნიკურ ენაზე ჩამოყალიბების გამოცდილება– იცი როგორ იქცეს ბიზნეს მოთხოვნა ტექნიკურ დავალებად
  • SQL-ის გამოყენების გამოცდილება – შეგიძლია მონაცემების ამოღება, ანალიზი და გამოყენება გადაწყვეტილებების მისაღებად.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა – იცი, როგორ იმოქმედო დამოუკიდებლად და მიიღო გადაწყვეტილებები
  • ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკება – შეგიძლია ტექნიკური და არა ტექნიკური გუნდების გაერთიანება საერთო მიზნის ირგვლივ
  • გუნდური მუშაობა – გესმის თანამშრომლობის ღირებულება და გიყვარს საერთო მიზნის მიღწევა

უპირატესობად ჩაითვლება:

  • Agile (Scrum/Kanban) გუნდში მუშაობის გამოცდილება
  • ციფრულ პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება

დამატებითი ინფორმაცია

 

    თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

    დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

    Share Job
    Share Job

    Similar IT ბიზნეს ანალიტიკოსი / სერვის ექსპერტი Jobs in the US

    GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

    Mobile Apps

    Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.