Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

.Net დეველოპერი /ასოცირებული პარტნიორი - ბექენდ დეველოპმენტის ლეგიონი - არხული სისტემები

Job Description - .Net დეველოპერი /ასოცირებული პარტნიორი - ბექენდ დეველოპმენტის ლეგიონი - არხული სისტემები

კომპანიის აღწერა

ჩვენი, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა ინოვაციურობაა. სერვისებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვთავაზობთ მომხმარებელს, მუდმივად სჭირდება განვითარება და განახლება. შესაბამისად, ახალი პროდუქტების და სისტემების დახვეწა ჩვენი სამუშაოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

თიბისიში იქმნება მსოფლიოში საუკეთესო მობაილ ბანკი და ინტერნეტბანკი. ციფრული არხების გუნდი მუდამ ახალი შესაძლებლობების ძიებაშია, შესაძლებლობების, რომელიც ერთის მხრივ საინტერესო და ინოვაციური იქნება და მეორე მხრივ გადაუწყვეტს კონკრეტულ პრობლემას მომხმარებელს და მის ურთიერთობას ბანკთან უფრო სასიამოვნოს გახდის.

სამუშაოს აღწერა

სწავლა და კომპეტენციების განვითარება:

  • მონაწილეობას მიიღებ ლეგიონის ბექლოგის შექმნაში, პრიორიტეტიზაციაში, განახლებაში
  • ჩაერთვები ლეგიონის წევრების კომპეტენციის განვითარებაში, ცოდნის გაზიარებაში
  • შექმნი კომპეტენციის განვითარების გზამკვლევს და მოიძიებ სასწავლო რესურსებს.
  • მიიღებ მონაწილეობას რეგულარული ცოდნის გაზიარების აქტივობების დაორგანიზებაში, გაზრდი გუნდის წევრების ჩართულობას.

ხალხის მენეჯმენტი:

  • აქტიურად იქნები ჩართული ლეგიონის ახალი წევრების შერჩევის პროცესში, მიიღებ მონაწილეობას ინტერვიუებში.
  • ჩართული იქნები ლეგიონის ახალი წევრების ონბორდიგის პროცესში
  • რეგულარულად შეაგროვებ უკუკავშირს ლეგიონის წევრებზე ეჯაილ ქოუჩისგან, პროდუქტის მესაკუთრისგან თუ გუნდის ლიდერისგან
  • შეაფასებ ლეგიონის წევრების პერფორმანსს და შედეგებს გუნდში და ლეგიონში, დაგეგმავ მათი განვითარების შესაბამის აქტივობებს
  • ხელს შეუწყობ ლეგიონის წევრების მოტივაციას, აქტიურობას, რელევანტურ პროცესებში ჩართულობას. იზრუნებ მათი განვითარებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვაზე.

კვალიფიკაცია

  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული; 
  • გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა; 
  • თუ გაქვს .Net ტექნოლოგიების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება (ASP.Net MVC (Core), ASP.Net Web API, Entity Framework (Core)
  • გაქვს რელაციურ ბაზებთან (Microsoft SQL Server) და ვებ სერვისებთან (SOAP, REST) მუშაობის გამოცდილება; 
  • გაქვს  სორს კონტროლის სისტემებთან (Git) მუშაობის გამოცდილება; 
  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი; 
  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების; 
  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად. 
  • დომეინის ცოდნა და ლეგიონის წევრებისთვის ცოდნის სწორად გადაცემის უნარი;
  • ლეგიონის წევრებზე და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • თავმდაბლობა და საკუთარ თავში ღრმად დარწმუნება;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ფასილიტაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია

დამატებით ინფორმაციას გაეცანით შემდეგ ბმულზე: https://tbcbank.atlassian.net/wiki/spaces/AGILEKN/pages/88113305/Chapter+Lead

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Share Job
Share Job

Similar .Net დეველოპერი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.