ჩვენი, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა ინოვაციურობაა. სერვისებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვთავაზობთ მომხმარებელს, მუდმივად სჭირდება განვითარება და განახლება. შესაბამისად, ახალი პროდუქტების და სისტემების დახვეწა ჩვენი სამუშაოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
თიბისიში იქმნება მსოფლიოში საუკეთესო მობაილ ბანკი და ინტერნეტბანკი. ციფრული არხების გუნდი მუდამ ახალი შესაძლებლობების ძიებაშია, შესაძლებლობების, რომელიც ერთის მხრივ საინტერესო და ინოვაციური იქნება და მეორე მხრივ გადაუწყვეტს კონკრეტულ პრობლემას მომხმარებელს და მის ურთიერთობას ბანკთან უფრო სასიამოვნოს გახდის.
შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე,
გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;
რას გააკეთებ?
ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;
შექმნი ამოცანის შესაბამის აპლიკაციებს და არსებულში ცვლილებას შეიტან;
გააკეთებ აპლიკაციების ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;
მონაწილეობას მიიღებ არქიტექტურის შემუშავებასა და არსებულის ცვლილებაში;
მონაწილეობას მიიღებ Continuous integration და Continuous deployment პროცესის აწყობაში;
მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, კომპონენტების/ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპების და მიდგომების განვითარებაში
ვის ვეძებთ:
თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა;
თუ გაქვს .Net ტექნოლოგიების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება (ASP.Net MVC (Core), ASP.Net Web API, Entity Framework (Core), WCF);
გაქვს რელაციურ ბაზებთან (Microsoft SQL Server) და ვებ სერვისებთან (SOAP, REST) მუშაობის გამოცდილება;
გაქვს სორს კონტროლის სისტემებთან (Git, SVN) მუშაობის გამოცდილება;
გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.
კარგი იქნება რომ გქონდეს:
ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების SOLID პრინციპების ცოდნა და დეველოპმენტში მათი გამოყენების გამოცდილება
Unit ტესტების წერის გამოცდილება (xUnit, NUnit, MSTest)
სისტემის არქიტექტურის შემუშავების პრინციპების ცოდნა და დეველოპმენტში მათი გამოყენების გამოცდილება, როგორებიცაა სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურა (SOA), Event-driven არქიტექტურა, მიკროსერვისები, Event Sourcing, Domain Drive Design (DDD) და სხვ.
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.