Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სერვის ექსპერტი - POS ტერმინალების კომერციული გუნდი

Job Description - სერვის ექსპერტი - POS ტერმინალების კომერციული გუნდი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

გადახდების განვითარების ლიგაში, კერძოდ  POS ტერმინალების კომერციულ გუნდში ვეძებთ სერვის ექსპერტს.

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც ზრუნავს POS ტერმინალების ბიზნესის განვითარებაზე.

ვის ვეძებთ:

  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და კომუნიკაბელური
  • თუ გაქვს მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა
  • თუ ხარ ცნობისმოყვარე და არ გეშინია გამოწვევების
  • თუ ხარ შედეგებზე ორიენტირებული და გიყვარს დანაპირების შესრულება
  • თუ ხარ მომხმარებელზე და მის პრობლემებზე ორიენტირებული
  • თუ გიყვარს გუნდური მუშაობა და ამავდროულად შეგიძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდე არსებულ პრობლემებს

რას გააკეთებ?

  • გუნდთან ერთად საქმიანობაში ჩართვა, დასახული მიზნების შესრულების უზრუნველყოფა
  • გუნდთან ერთად სხვადასხვა სამოტივაციო სისტემების შემუშავება გაყიდვების არხების (ფილიალები/კონტაქტ ცენტრი) სტიმულირების მიზნით
  • ქსელში არსებული ტერმინალების ბრუნვის და ბიზნეს მომგებიანობის ანალიზი.
  • სხვადასხვა ტიპის ანალიტიკური და სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებას, ახალი საჭიროებების იდენტიფიცირებას, შემდგომი იმპლემენტაციას
  • ანალიტიკური რეპორტების შექმნას და ანალიზის
  • ყოველდღიური და პერიოდული რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მათი ავტომატიზაციის პროცესში მნიშნველოვანი კონტრიბუცია.
  • სასურველია Excel-ის სრულყოფილი/საფუძვლიანი ცოდნა 

 

კვალიფიკაცია

კარგი იქნება რომ გქონდეს:

  • ექვაირინგის პროდუქტების ცოდნა;
  • ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა.
  • ანალიტიკური უნარები

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job სერვის ექსპერტი - POS ტერმინალების კომერციული გუნდი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar სერვის ექსპერტი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.