Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სერვის ექსპერტი - POS გადახდების გუნდი

Job Description - სერვის ექსპერტი - POS გადახდების გუნდი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

თიბისი ბანკის გადახდების განვითარების ლიგაში, კერძოდ POS გადახდების გუნდში ვეძებთ -  სერვის ექსპერტს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც იმუშავებს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ სტრატეგიულ პროექტებზე, ქმნის, ნერგავს და ავითარებს ბანკის სტრატეგიას. შენ გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ იმუშავო გუნდთან ერთად და გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

რას გთავაზობთ:

ჩვენი გუნდი აქტიურად არის ჩართული ბაზარზე არსებულ სიახლეების მოძიებაში და ახალი პროდუქტების განვითარებაში, რომლებიც მომხმარებლის საჭიროებზე არის მორგებული, აქვს ურთიერთობა მერჩანტებთან და გადახდების მიმართულებით სხვადასხვა ბიზნესებთან, რაც საშუალებას მოგცემს მიიღო ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი და უნიკალური გამოცდილება და უნარები, რაც შენი შემდგომი განვითარების საწინდარი იქნება.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლების საჭიროების იდენტიფიცირება;
  • ახალი პროდუქტების შექმნა / განვითარება;
  • POS ტერმინალის პროდუქტის და პროცესის დახვეწა / განვითარება;
  • პროდუქტის და პროცესის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • პროდუქტის და პროცესის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
  • პროცესის გამართვა და ავტომატიზაცია;
  • მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულების შექმნა;
  • ბაზრის ანალიზი: კონკურენტების და საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება, დანერგვა და განვითარება;
  • დროული და ხარისხიანი რეპორტინგი;
  • ჩართულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია (ინტერვიუ/შეხვედრები) მოთხოვნების შეგროვების მიზნით და მიღებული ინფორმაციის ანალიზი  საუკეთესო ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებისთვის.
  • არსებული და ახალი პროდუქტების განვითარების კუთხით, ბიზნეს/ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება და მართვა.
  • ეჯაილ გუნდთან ერთად ბექლოგის მომზადების პროცესში აქტიური მონაწილეობა,  არსებული და ახალი ბიზნეს პროცესების განვითარების კუთხით,
  • პროდუქტის ტესტირებაში აქტიური მონაწილეობა;

ეს პოზიცია შენთვისაათუ:

  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული, გიყვარს პროდუქტების, პროცესების  ანალიზი და ახალი გადაწყვეტების შექმნა. 
  • გაქვს გამოცდილება გადახდების პროდუქტების  შექმნაზე და პროცესების გაუმჯობესებაზე.
  • გაქვს გამოცდილება ბიზნეს ანალიზის მიმართულებით;
  • ხარ შედეგებზე ორიენტირებული და გაქვს პრობლემების გადაჭრის უნარი,
  • გიყვარს გუნდური მუშაობა, თუმცა შეგიძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდე არსებულ პრობლემებს.

კვალიფიკაცია

უნდა გქონდეს :

  • საბანკო პროცესების/პროდუქტების ცოდნა
  • ექვაირინგის (გადახდების)  მიმართულებით სამუშაო გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • ექსელის ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job სერვის ექსპერტი - POS გადახდების გუნდი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar სერვის ექსპერტი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.