Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

POS ტერმინალების გაყიდვების მენეჯერი

Job Description - POS ტერმინალების გაყიდვების მენეჯერი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

გადახდების განვითარების ლიგაში,  POS  ტერმინალების გაყიდვების გუნდში,  ვეძებთ - გაყიდვების მენეჯერს.

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც ზრუნავს ექვაირინგის მიმართულებით პროდუქტების გაყიდვების ზრდაზე.

რას გააკეთებ?

  • დღის განმავლობაში დაამუშავებ და შეაგროვებ პოტენციური კლიენტებზე ინფორმაციას
  • გააკეთებ როგორც სატელეფონო, ისე ადგილზე ვიზიტით  შეთავაზებებს/გაყიდვებს ექვაირინგის მიმართულებით
  • გააანალიზებ არსებულ ბაზარს და ბაზრის მოთხოვნებს, რაც დაგეხმარება სწორი შეთავაზების გაკეთებაში;
  • წარადგენ განხორციელებული ვიზიტების და შედეგების ანგარიშებს უშუალო ხელმძღვანელთან და გუნდთან

ვის ვეძებთ:

  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და კომუნიკაბელური;
  • გაქვს გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება და გაყიდვების უნარი;
  • ხარ ემპათიური, გიყვარს მომხმარებელზე ზრუნვა და მასზე მორგებული შეთავაზების გაკეთება;
  • გაქვს კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;
  • მზად ხარ გამოწვევებისთვის და სიახლეებისთვის;
  • ხარ გუნდური მოთამაშე და შეძლებ იმუშაო სხვადასხვა გუნდებთან ერთად;
  • გაქვს მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • გაქვს დარწმუნების და სასურველი შედეგის მიღწევის უნარი
  • შეგიძლია დამოუკიდებლად როგორც ერთ, ასევე კლიენტების ჯგუფთან პრეზენტაციის წარმართვა

კვალიფიკაცია

  • გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება (სასურველია)
  • ექვაირინგის პროდუქტების ცოდნა; (სასურველია)
  • ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job POS ტერმინალების გაყიდვების მენეჯერი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar გაყიდვების მენეჯერი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.