Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

Soft ტრენერი - ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი

Job Description - Soft ტრენერი - ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი

კომპანიის აღწერა

თიბისი  ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ინოვაციური მიდგომებითა და ადამიანზე ორიენტირებული კულტურით გამოირჩევა. თიბისი მუდმივად ზრუნავს გუნდის პროფესიულ განვითარებაზე და ქმნის გარემოს, სადაც სწავლა და ზრდა ყოველდღიური პროცესის ნაწილია.

ადამიანური კაპიტალის მართვის გუნდში Soft ტრენერის პოზიცია განსაკუთრებული შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს წვლილი შეიტანოს თანამშრომელთა უნარების გაძლიერებაში და ჩაერთოს ტრენინგების შექმნისა და განხორციელების პროცესში. ეს ვაკანსია აერთიანებს განვითარებას, კრეატიულობას და გუნდურობას – ღირებულებებს, რომლებსაც თიბისი ყოველდღიურად ემსახურება.

სამუშაოს აღწერა

  • Soft Skills ტრენინგ მოდულების მომზადება და ჩატარება ონლაინ/ოფლაინ ფორმატი (სერვისი, გაყიდვები, კომუნიკაცია, უკუკავშირი, დროის მართვა და ა. შ.);
  • ტრენინგის მასალების მომზადება/შექმნა (პრეზენტაციები, აქტივობები, Hand out და ა.შ.)
  • ონლაინ სასწავლო მასალების მომზადება (ვიდეო სასწავლო მასალები და ა.შ.)
  • სატრენინგო მოდულების განახლება კომპანიის საჭიროებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე;
  • ტრენინგის მონაწილეების შეფასება და რეპორტის მომზადება;
  • ტრენინგის სრული ციკლის განხორციელება (კვლევის ჩატარება, მუშაობა ფოკუს ჯგუფებში და ა.შ.)

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით;
  • ტრენინგების მომზადებისა და ჩატარების მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • კომუნიკაციის, დროის მართვის, პრეზენტაციის წარმართვის, ორგანიზებულობის გუნდში მუშაობის კარგი უნარი;
  • რუსული და ინგლისური ენების  სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job Soft ტრენერი - ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar Soft ტრენერი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.