ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.
თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.
ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.
საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგაში, ლოიალობა Supernova ეჯაილ გუნდში - ვეძებთ სერვის ექსპერტს.
შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც მოიძიებს და დაიპარტნიორებს ახალ კომპანიებს, მიხედავს არსებული კომპანიების პორტფელს, გაუზიარებს ანალიტიკურ ინფორმაციას, კომპანების და გუნდის საჭიროებისამებრ დაგეგმავს აქციებს, იზრუნებ დასახული მიზნების მიღწევაზე.
იმუშავებ ეჯაილ მიდგომებით და შეიტან უზარმაზარ წვლილს ახალი და არსებული პატრნიორი კომპანიების დიდი ქსელის შექმნა/ შენარჩუნებაზე.
ვის ვეძებთ:
• თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
• გიყვარს ხალხთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია;
• გაქვს მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა;
• მუდმივად ხარ ბაზარზე არსებული კომპანიების არსებობის/საქმიანობის საქმის კურსში და მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის;
• გაქვს კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
• გაქვს რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
• არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
• შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.
რას გააკეთებ?
• მიიღებ მონაწილეობას პარტნიორებთან მოლაპარაკებაში;
• გააფართოებ და შეინარჩუნებ პორტფელში არსებულ კომპანიებს;
• მოახდენ ტექნიკური დაკვეთის რეალიზებას;
• პარტნიორებს გაუზიარებ ალანილიტიკურ ინფორმაციას;
• იზრუნებ დასახული მიზნების მიღწევაზე;
• მიიღებ მონაწილეობას ინოვაციური შეთავაზებების დანერგვა/განვითარებაში.
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.