Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სერვის ექსპერტი - TBC Front X - ყოველდღიური საბანკო ტრანზაქციების განვითარება

Job Description - სერვის ექსპერტი - TBC Front X - ყოველდღიური საბანკო ტრანზაქციების განვითარება

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

საოპერაციო ბიზნესის განვითარების ლიგიაში,  Front X  -ის  ეჯაილ გუნდში ვეძებთ  -  სერვის ექსპერტს, რომლის მთავარი მოვალეობა იქნება გუნდთან ერთად ყოველდღიური საბანკო ტრანზაქციების განვითარებაზე და Front X  -ის პლატფორმაში გადმოტანაზე ზრუნვა. 

ვის ვეძებთ:

თუ ხარ მოტივირებული, გუნდური, ამასთან

  • ეძებ საინტერესო გამოწვევებს და გაინტერესებს ტრანსფორმაციული ინიციატივები;
  • გაქვს გამოცდილება ყოველდღიურ საბანკო ტრანზაქციებთან მუშაობის , კარგად იცნობ ბანკის პროცესებს და პროდუქტებს
  • ხარ ინიციატივიანი და გიყვარს გადაწყვეტის გზების ძიება, იმისთვის რომ გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება;

შენ იქნები:

სერვის ექსპერტი , რომელიც იმუშავებს Scrum გუნდთან ერთად  ყოველდღიური საბანკო ტრანზაქციების  მარტივი და ავტომატიზირებული პროცესების იმპლემენტაციაზე Front X -ის პლატფორმაში. შეიტან უდიდეს წვლილს თანამშრომლის და მომხმარებლის საჭიროებების დადგენასა და მათთვის ინოვაციური ბიზნეს პროცესების და პროდუქტების შექმნაში, 

შენ დაგევალება:

  • სტეიკჰოლდერებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების იდენტიფიკაცია;
  • ბიზნეს პროცესების ანალიზი  და ინიციატივების  წარდგენა მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
  • user story - ს და ჩაბარების კრიტერიუმების ჩამოყალიბება;
  • დამოკიდებულ გუნდებთან კომუნიკაცია და კომპლექსური თემების მენეჯმენტი;
  • გუნდთან ერთად სწრაფი, მარტივი და ინტუიტიური ბიზნეს პროცესების შექმნაზე ზრუნვა, არსებულის  რედიზაინი;
  • შექმნილი ინკრემენტის დანერგვის პროცესში მონაწილეობა და უკუკავშირის აღება საბოლოო მომხმარებლისგან;
  • სხვადასხვა არხში ყოველდღიურ საბანკო ტრანზაქციებთან დაკავშირებული  საჭიროებების მხარდაჭერა;

კვალიფიკაცია

უნდა გქონდეს:

  • ტექნიკურ ამოცანებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ტრანზაქციული და საოპერაციო პროდუქტების ცოდნა; 
  • Agile (Kanban/Scrum) გუნდში მუშაობის გამოცდილება;
  • საქმიანობის დაგეგმვის, ორგანიზების, შეხვედრების ფასილიტაციის გამოცდილება;

კარგი  იქნება რომ გქონდეს:

  • მონაცემთა ბაზებთან (SQL) და ბიზნეს ანალიზის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • UI/UX   კონცეფციების ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Share Job
Share Job

Similar სერვის ექსპერტი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.