Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სამუშაო ძალის მართვის (WFM) ჯუნიორ ექსპერტი

Job Description - სამუშაო ძალის მართვის (WFM) ჯუნიორ ექსპერტი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს. 

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

სამუშაოს აღწერა

სამუშაო ძალის მართვის ჯუნიორ ანალიტიკოსი პასუხისმგებელია კონტაქტ ცენტრის სამუშაო დატვირთულობის სწორ პროგნოზირებასა და თანამშრომლებისა და კლიენტების კმაყოფილებაზე, თიბისის კულტურის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით.

  სამუშაო დატვირთულობის პროგნოზირება:

  • კონტაქტ ცენტრის დატვირთულების ანალიზი, შედეგების საფუძველზე წინასწარ პროგნოზირება სხვადასხვა ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით და დატვირთულობის ყოველდღიური მონიტორინგი
  • დადგენილი SLA -ის მიღწევის მიზნით, საჭირო რაოდენობის ადამიანური რესურსების განსაზღვრა დღიურ/საათობრივ ჭრილში
  • თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების ფორმირება და პერფორმანსის ყოველდღიური  ონლაინ მონიტორინგი
  • რესურსების კუთხით გამოწვევების იდენტიფიცირება და პროაქტიულად მოგვარებაზე ზრუნვა და კომუნიკაცია შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ჩართულობით
  • მიმართულების ლიდერებთან, ცენტრის ლიდერთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან პერიოდული სინქრონიზაცია და შედეგების შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდება სამუშაო დატვირთულობის/ანალიზის კუთხით

  რეპორტინგი და ანალიზი:

  • რეგულარული და ad-hoc რეპორტების აწყობა, დამუშავება და განსაზღვრულ ვადებში მომზადებული რეპორტების შესაბამის პირებთან მიწოდება
  • საჭირო სტატისტიკების წარმოება და ანალიზი

კვალიფიკაცია

  • აუცილებელია Excel-ის ცოდნა; 
  • მონაცემთა ვიზუალიზაციის, დამუშავებისა და სტატისტიკური ანალიზის მეთოდების ცოდნა; 
  • ეფექტური კომუნიკაცია სხვადასხვა ჩართულ მხარეებთან

ჩვენ გთავაზობთ:

  • საუკეთესო სამუშაო გარემოს, საუკეთესო გუნდთან და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად;
  • სამუშაოს დაწყებამდე, გთავაზობთ ანაზღაურებად ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პროფესიული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის მიღებაში;
  • დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, ბრენდ მაღაზია, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებითვის, ფონდი თიბისელები, თანამშრომელთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული (well-being) აქტივობები და სხვა მრავალი;
  • შეძლებ დარეგისტრირდე ნებმისმიერ შენთვის საინტერესო ტრენინგზე და მიიღო დამატებითი ცოდნის შესაძლებლობა.

ველოდებით გამოხმაურებას თუ:

  • შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
  • ხარ აქტიური, მიზანდასახული და გაქვს განვითარების მაღალი მოტივაცია.
  • გინდა გამოსცადო თავი და განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 30 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job სამუშაო ძალის მართვის (WFM) ჯუნიორ ექსპერტი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar სამუშაო ძალის მართვის (WFM) ჯუნიორ ექსპერტი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.