Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

Workplace Experience Manager

Job Description - Workplace Experience Manager

კომპანიის აღწერა

დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა  დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი გაქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია გაქვთ მომხმარებელთან. თითოული თანამშრომელი, რომელიც ისმენს ადამიანების აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.

სამუშაოს აღწერა

  • ახალ ოფისში გადასვლის პროცესის კოორდინაცია და ხელმძღვანელობა ყველა ეტაპზე
  • გადასაყვანი დეპარტამენტის თანამშრომლების საჭიროებების დადგენა და ანალიზი. შეგროვებული ინფორმაციის შესაბამისად გეგმის შემუშავება და განხორციელება შესაბამის დეპარტამენტთან კოორდინაციით.
  • მომსახურე პროვაიდერებთან კოორდინაცია და კონტრაქტების მართვა
  • ახალ ოფისში ყოველდღიური საოპერაციო საკითხების მართვა (სერვისები, საშუალებები, წვდომა და სხვა)
  • თანამშრომლობა HR, IT, ადმინისტრაციის, ინფრასტრუქტურის და სხვა ერთეულებთან
  • შიდა პროცესებისა და პოლიტიკების შემუშავება, დანერგვა და მათი შესრულების მონიტორინგი
  • თანამშრომლებისთვის ტრენინგის დაგეგმვა ახალი სათაო ოფისის პროცესების შესახებ
  • თანამშრომლების უკუკავშირის შეგროვება და მათი გამოცდილების გაუმჯობესებაზე მუშაობა
  • სივრცის მოწყობილობების ოპტიმიზაცია პროდუქტიულობის გასაზრდელად და სამუშაო გარემოს გასაუმჯობესებლად
  • ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა სამუშაო გარემოში
  • თანამშრომლების ტრანსპორტირების მხარდაჭერა
  • ოფისის ყოველდღიური ზედამხედველობა, პრობლემების მოგვარება და კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან
  • თანამშრომლებისგან კვარტალური უკუკავშირის შეგროვება სამუშაო გარემოს გასაუმჯობესებლად.

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი ან შესაბამისი მიმართულება)
  • ინგლისური ენის მაღალი დონე (როგორც ვერბალური, ასევე წერითი)
  • მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან საოპერაციო/ადმინისტრაციულ მართვაში
  • სასურველია გამოცდილება სამუშაო ადგილის ტრანსფორმაციის/რედიზაინის და ახალი სამუშაო კულტურის დანერგვის პროცესებში
  • საოფისე ტექნოლოგიებისა და სისტემების კარგად ცოდნა (MS Office - კარგი ცოდნა სავალდებულოა)
  • პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავების და შესრულების კონტროლის გამოცდილება
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი, გამოცდილება ბევრ მხარესთან თანამშრომლობის და წარმატებული მოლაპარაკებების
  • ორგანიზებულობა, პრიორიტეტების მართვა და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job Workplace Experience Manager posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar Workplace Experience Manager Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.